ქაღალდის მეორე სიცოცხლე

Sunday, October 28, 2018

თოვლი და ენძელა

თოვლი და ენძელა


   ლიამ და მანანამ დედიკოს პაწაწინა კალათით ენძელები მიართვეს.
     გმადლობთ, ჩემო კუდრაჭებო, - გაუღიმა დედამ და ჰკითხა, თოვლისა და ენძელას ზღაპარი თუ იცითო?
     ბავშვებმა არ იცოდნენ და დედამ უამბო:
წინათ თოვლი უფერო იყო. ამიტომ ბალახთან მივიდა და სთხოვა:
  მწვანე ბალახო შენი ფერი მომეციო! ბალახმა ტუჩი აიბზუა და უკმეხად მიუგო:  გზას ბარაქა დააყარეო!
   მერე იასთან მივიდა:  საყვარელო, ცისფერთვალა ია, ბალახმა უარით გამომისტუმრა და იქნებ, შენ მაინც მომცე შენი ფერიო! იამ ჩაიღიმა და უარით გაისტუმრა.
არც ყაყაჩომ დაუთმო თავისი ფერი. ბოლოს თეთრ ენძელას ეწვია და შესჩივლა:
არც ბალახმა, არც იამ, და არც ყაყაჩომ თავისი ფერი არ მომცეს. მე ხომ ფერი არ მაქვს, უფერული ვარ, იქნებ შენ მაინც შემისრულო სურვილიო.
-ინებე ჩემი ფერიო! უპასუხა ენძელამ.
  ჰოდა, ახლა თოვლი თეთრია. იგი სხვა ყვავილებს ემტერება და ენძელასთან მეგობრობს.
ამიტომ არის ენძელა გაზაფხულის პირველი ყვავილი. იგი თოვლშივე ახელს ხოლმე თვალს.

No comments:

Post a Comment