ბენ ჯონსონი - პედაგოგი და მწერალი
"რად მინდოდა მასწავლებლობა?"
ჩვენ ყველა ვგრძნობთ, რომ ცოტაც და "გადავიწვებით". ზოგჯერ ეს ყოველდღიურადაც ხდება, თუმცა, ჩემს შემთხვევაში, ეს შეგრძნება მეოთხე სემესტრში აქტიურდება. უმეტესწილად ვახერხებთ საკუთარი თავის მობილიზებას, სტრესის ინგორირებას, დაფასთან გასვლას და სხვადასხვა სასწავლო სტრატეგიების გამოყენებით, მაქსიმალური ცოდნის გადაცემას. გამოგიტყდებით და, თანდათან უფრო და უფრო მიძნელდება სათანადო სურვილის გამონახვა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყო. იმ აზრს ვერ ვიგდებ თავიდან, რომ დღეს მოსწავლეები უფრო რთული პიროვნებები არიან, ვიდრე ადრე და პასუხისმგებლობის გრძნობაც გაცილებით გაიზარდა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მასწავლებლების ანაზღაურება ადექვატურობისაგან შორსაა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა - ღირს კი ეს ყველაფერი ამად?ნეგატიურ მომენტებზე აქცენტების გაკეთების ნაცვლად, ვეცდები, ისეთ ნიუანსებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება, რომელიც სტრესის გამკლავებაშიც დაგეხმარებათ და ამ კითხვაზე შემდეგ პასუხს გაგაცემინებთ: დიახ, ღირს!
ნაბიჯი #1)ყოველდღიურად გაერთეთ თქვენს მოსწავლეებთან ერთად - გაეხუმრეთ მათ, მოუყევით მოკლე ისტორიები, ამოახსნევინეთ თავსატეხები, ტვინის გასავარჯიშებელი თამაშები და ა.შ. ეს პროცესი თქვენთვისაც და ბავშვებისთვისაც საინტერესო იქნება. ამაში არც ბევრი დრო დაგეხარჯებათ და განსახორციელებლადაც ადვილია, თან, თითქმის ყველა თემაზე შეძლებთ მათ გამოყენებას.
ნაბიჯი #2) გაუფრთხილდით ჯანმრთელობას - თქვენი სხეულის ფიზიკური მდგომარეობა ასახვას ემოციურ კონდიციაზეც ახდენს, ამიტომ არასდროს დაიშუროთ ძალისხმევა საკუთარი ჯანმრთელობისათვის. ლანჩის და საუზმის გამოტოვება ცუდი იდეაა. აუცილებლად გამოიძინეთ საკმარისად ყოველდღიურად. სახლში დაბრუნებულმა, ცოტა წაუძინეთ, რასაც გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ექნება. შეიძინეთ უკეთესი ფეხსაცმელი, რათა სიარული გაიიოლოთ და თავიც უკეთ იგრძნოთ. მე საკუთარ თავს ყოველთვის აქტიურ მასწავლებლად მივიჩნევდი და ვფქირობდი, რომ დამატებითი ვარჯიში არ მჭირდებოდა. როგორც აღმოჩნდა, სისხლძარღვთა და სხეულის ზედა ნაწილის ვარჯიში მესაჭიროება. კვირაში ორი დღე, 30-წუთიანი სირბილი სასწაულებს ახდენს. მარტივი აზიდვები გაგიძლიერებთ მუცლის, ზურგის და კიდურების კუნთებს. გაგიკვირდებათ, რამდენად უკეთ იგრძნობთ ამის შემდეგ თავს, მაშინ როცა დღის ბოლოს ადვილად აღარ დაიქანცებით.
ნაბიჯი #3) ისწავლეთ რაიმე ახალი და გაუზიარეთ მოსწავლეებსაც - წაიკითხეთ საინტერესო წიგნი - საგანმანათლებო, ან სხვა კუთხით. ბოლო დროს წავიკითხე "ყველაზე ჭკვიანი ბავშვი მსოფლიოში" და ამანდა რიპლის "როგორ გახდნენ ასეთები". ორივე წიგნი საინტერესოა და თან საგანმანათლებლოც, ამიტომაც სულაც არ შევუწუხებივარ სინდისის ქენჯნას იმაზე, რომ ამ წინგებს დრო დავუთმე და მათ შესახებ გაკვეთილი დავგეგმე. წაიკითხეთ კლასიკური ლიტერატურა, რომლის წაკითხვაც სულ გინდოდათ, მაგრამ დროს ვერ ნახულობიდთ; უყურეთ შემეცნებით თოქ-შოუებს, ინტელექტუალურ კვლევებს და სხვ.
ნაბიჯი #4) დაეხმარეთ სხვა მასწავლებელს - გაუზიარეთ სხვებს თქვენი გამოცდილება, როგორც ლოკალურად, ასევე ინტერნეტის მეშვეობით. საიტი Edutopia.org მუდამ თქვენს განკარგულებაშია. თუ დროს დაუთმობთ ბლოგებს და პასუხის გაცემასაც არ დაიზარებთ, თავადვე გაგაკვირვებთ შედეგები. წამოიწყეთ თქვენი საკუთარი ბლოგი, რომელიც მოტივაციას აუმაღლებს თქვენს დამწყებ და უკვე "გადაღლილ" კოლეგებს. იყავით მეტად აქტიური თქვენს სამსახურში, გამოიჩინეთ მოხალისეობა სწავლების, ფასილიტაციისა და გაკვეთილების დაგეგმვის ორგანიზებაში. გაუწიეთ მენტორობა სხვა მასწავლებელს, ან ოფიციალურად, ან ინფორმაციული კუთხით. დახმარება ყოველთვის საჭიროა და არასდროს არაა ფუჭი.
ნაბიჯი #5) გაულამაზეთ დღე სხვას - დაურეკეთ მშობელს და უთხარით, თუ რა კარგია მოსწავლეა მისი შვილი. მოსწავლე, რომელსაც რაიმე უჭირს, გულწრფელად შეაქეთ, როცა რაიმე კარგად გამოუვა. გამოხატეთ პატივისცემა და დადებით დამოკიდებულება ადმინისტრაციისა და კოლეგა მასწავლებლების მიმართ, იქნება ეს შექების წერილით, ჩახუტებით, თუ პატარა საჩუქრის ჩუქებით გამოხატული.
ნაბიჯი #6) გამხნევდით - გაიღიმეთ. დადექით სარკესთან და გაუღიმეთ საკუთარ თავს. მერე ეცადეთ, რომ აღარ გაგეღიმოთ. ეს თითქმის შეუძლებელია. ასე რომ, ეცადეთ გაიცინოთ მაშინაც კი, როცა საერთოდ არ გეღიმებათ. გაუღიმეთ მოსწალეებს, როცა კართან დახვდებით და დაინახავთ რომ ისინიც გაგიღიმებენ.
ნაბიჯი #7) გახდით "მეცნიერი-მკვლევარი" - გამოცადეთ ექსპერიმენტული სტრატეგიები და გახდით ამ საქმის ექსპერტი. დაიხმარეთ ბავშვებიც. ჩამოაყალიბეთ კონტროლის და ექსპერიმენტის ჯგუფები. შედეგების აღრიცხვა აწარმოეთ და გაუზიარეთ კოლეგებსაც შეხვედრის, ან კონფერენციის დროს. იზეიმეთ წარმატებები!
ნაბიჯი #8) დაინახეთ პოზიტივი - იფიქრეთ მუდამ მოზიტიურად, რთულ გარემოებებშიც კი. ეს სიტუაციას არ გაამარტივებს, მაგრამ სამაგიეროდ თავს იგრძნობთ უკეთ და შეიძლება, სხვებსაც გაუუმჯობესოთ განწყობა. მასწავლებლობა რთულია, მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდია, როგორც ხანდახან ჩანს. ნახევრად ცარიელი ჭიქა, არ ისე მომხიბლავია, როგორც ნახევრად სავსე.
ნაბიჯი #9) გადაალაგეთ დეკორაციები - გადაანაცვლეთ დაფები, მერხები, შეცვალეთ განათება. ეცადეთ, ოთახში თქვენი საყვარელი სურნელი იყოს, ან მიაგნოთ რაიმე ახალს. სურნელოვანი ზეთის, ან ცვლის გამოყენების თაობაზე დაეკითხეთ სკოლის ადმინისტრაციას.
ნაბიჯი #10) მეტად ენდეთ თქვენს მოსწავლეებს - აგრძნობინეთ მოსწავლეებს, რომ მათ ენდობით და მიეცით შანსი, რომ თქვენი ნდობა მოიპოვონ. მიმართეთ პროექტზე დაფუძნებულ სწავლების მეთოდს. შეიმუშავეთ ძლიერი რუბრიკა და გაუზიარეთ მოსწავლეებს. მიეცით სტუდენტებს საშუალება, რომ ამ რუბრიკის მიხედვით ისწავლონ, თქვენი ფასილიტაციისა და მენტორობის ქვეშ.
გააუმჯობესეთ გარემო თქვენ გარშემო
რა თქმა უნდა, გაცილებით იოლია იმ, პესიმიზმისა და ნეგატიურობის მორევში ჩაძირვა, რომელშიც მასწავლებებს გვიწევს მუშაობა, მაგრამ არჩევანი მაინც ჩვენზეა, თუ როგორ შევხედავთ ყოველივეს. ჩვენ შეგვიძლია, ჩემს ზემოთ შემოთავაზებული პროაქტიული მიდგომა ავირჩიოთ და დავეხმაროთ საკუთარ თავს, შევინარჩუნოთ ჯანსაღი დამოკიდებულბა და არ გადავიწვათ.
თქვენ რა გეხმარებათ სტრესის დაძლევაში? გაგვიზიარეთ თქვენი პროფესიული რჩევები
წყარო:edutopia.org
ჰუმანისტური თეორია
როჯერსი - ,,სწავლა გამოცდილებით“
თეზისები:
1. როჯერსის თეორიის მიხედვით,სამყარო მოსწავლის თვალით უნდა დავინახოთ.
2. ადამიანის ქცევა გარეგან სტიმულზე უფრო მეტად სუბიექტურ გამოცდილებაზე არის დამოკიდებული.3. ადამიანს ბუნებრივი მიდრეკილებააქვს
· სიკეთის;
· სიყვარულის;
· შემოქმედების.
4. პიროვნული ზრდისთვის საჭიროა
· გულწრფელობა;
· კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
· ემპათია.
როჯერსის თქმით, გულწრფელობა,კეთილგანწყობა, ემპათია არის: წყალი,მზე,საკვები,რომლებიც ადამიანებს ეხმარება მუხასავით გაიზარდნონ.როჯერსი თვლიდა,ადამიანითვის მნიშვნელოვანია ,,საკუთარი მეს“ შეცნობა,თვითაღქმა-,,ვინ ვარ მე?’’
როჯერსის შეხედულებით, განათლებულია ადამიანი,რომელმაც ისწავლა,თუ როგორ ისწავლოს.
· შეიძინა ადაპტირებისა და შეცვლის უნარი;
· გაიაზრა,რომ არანაირი ცოდნა არ არის ურყევი და უცვლელი;
· მხოლოდ ცოდნის ძიების პროცესი გვაძლევს სამყაროს საფუძველს.
როჯერსის აზრით, განათლების მიზანია სრულყოფილი ადამიანის ჩამოყალიბება, რომელიც მოიცავს კოგნიტურ და ინტელექტუალურ განათლებას,პიროვნულ ზრდას. მასწავლებლის მიზანია :შექმნას მოსწავლეთა ჯგუფი,საზოგადოება,რომლის ერთ-ერთი წევრი თვითონ მასწვლებელი იქნება.მთელი სამყარო კვლევის საგანი ხდება.ხელს უწყობს სწავლებას და თუ როგორ ვისწვლოთ.
I. უაუაზრო სწავლის სახეობა-დაზეპირება(არ მოიცავს გრძნობებს);
II. გამოცდილებით სწავლა-ენის ბუნებრივ გარემოში სწავლა; სწავლს ინიციატორი მოწაფეა; მშეფასება შინაგანად,მოწაფის მიერ ხდება; მასწავლებელი სწავლის ფასილიტატორია/ხელის შემწყობია.როჯერსის შეხედულებით, გულწრფელობა და რეალურობა ხელს უწყობს სწავლას;მასწავლებელს უნდა შეეძლოს საკუთარი შეცდომების აღიარება;დაფასება,კეთილგანწყობილი დამოკიდებულება,პატივისცემა.
- კოგნიტურს (ლექსიკონის გამოყენება, გამრავლების ტაბულის ათვისება);
- გამოცდილებაზე დაფუძნებულს ( პიროვნული ჩართულობა, მოსწავლის ინიციატივა, თვითშეფასება).
რჩევები მასწავლებლებს..
1. ყოველი დღე ახლით დაიწყე. სიახლე წარმატებულს ხდის სკოლას და ახალისებს სასკოლო პროცესს.2. ეცადე, ყოველ კვირას მცირედი ცვლილება მაინც შეიტანო სასკოლო ოთახის გაფორმებაში.
3. დატვირთე გაკვეთილი სანახაობითი მასალით.
4. ნუ იჩქარებ ახალი მასალის ახსნისთვის, იცოდეს მოსწავლემ, რომ მთავარი ახსნილის ანალიზი და მისი შეთვისებაა.
5. შენს მიერ შეთავაზებულ ახალ მასალას წინ მოტივაცია წაუმძღვარე.
6. ეცადე, ყველა საკითხი გააშუქო მოსწავლის პროვოცირებით, სწავლების პროცესის ეს მიგნება, მოსწავლის სწავლის ინტერესის გაღრმავებას იწვევს.
7. არ დაგავიწყდეს, კრიტიკულობა ადამიანის უდიდესი მონაპოვარია.
8. გაეპრანჭე შენს მოსწავლეებს, მათ ლამაზი მასწავლებელი მოსწონთ.
9. არ დაგავიწყდეს ყოველ დილით შენს მოსწავლეს კომპლიმენტი რომ უნდა უთხრა.
10. ეცადე, რაღაცას დაჰპირდი და აუცილებლად შეუსრულე, ეს თამაში კომუნიკაბელურს ხდის მოსწავლეს.
11. დამაჯერებლად გამოიყურებოდე - მოსწავლის რწმენის აღზრდაა.
12. ხომ გახსოვს, შენ რომ შენი მოსწავლის მეგობარი ხარ.
13. დაიცავი შენი უფლებები, რათა მოსწავლემ ისწავლოს თავის უფლებების დაცვა.
14. არასოდეს მოიტყუო.
15. იყავი უშუალო, მომთხოვნი და სამართლიანი.
16. დაუმეგობრდი შენი მოსწავლეების ავტორიტეტს.
17. არასოდეს ცუდად არ დაახასიათო ცუდი ადამიანიც კი, ვიღაცის ცუდი ხასიათი ყოველთვის გაამართლე. ბავშვობის ასაკში უკეთესია იცოდეს მან, რომ ამ ქვეყანაზე ცუდი ადამიანები არ არსებობენ.
18. ეცადე, რაც შეიძლება ფერადად დაანახო სამყარო შენს მოსწავლეს.
19. იყავი ფანტაზიორი, მოსწავლე აუცილებლად მოგბაძავს
. 20. შენი კოლეგიალობა - კლასის ერთსულოვნებაა.
21. ნუ შეეცდები შენს მოსწავლეებს დაანახო, რომ ყველაფერი იცი, იცოდნენ მათ, რომ შენ ყოველდღე ახალ რამეს სწავლობ, ისინი ანალიზს აუცილებლად გააკეთებენ და მიხვდებიან, რომ მთელი ცხოვრება უნდა ისწავლონ.
22. ძიების უნარი სასწავლო პროცესის გადახალისების მთავარი მომენტია, აზროვნების, გონების წრთობაა.
23. გუნდური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს გაითვალისწინე კლასის ინტერესი.
24. გამოიყენე ბუნება გაკვეთილის ჩასატარებლად, ეს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ.
25. ნუ დაგავიწყდება, განათლებაზე მთავარი ხომ მათი ჯანმრთელობაა.
26. ნუ იქნები ნიშნის წერაზე ორიენტირებული, მთავარი ხომ შენი მოსწავლის ცოდნაა
. 27. კარგი იქნება, თუ შენს მოსწავლეს მასწავლებლობანას ათამაშებ გაკვეთილზე.
28. მოსწავლის მიერ გამოთქმულ მცდარ აზრს დადებითი არგუმენტები მოუნახე, მიეცი მას საშუალება თავისუფლად გამოთქვას საკუთარი აზრი.
29. გამოიყენე შენს გაკვეთილზე მოსწავლის მიერ გამოყენებულ რომელიმე საუკეთესო მეთოდი ან ფრაზა.
30. შეაქე სუსტი მოსწავლე ყოველ დღე, ის სულ მალე წარმატებული გახდება.
31. გაუკეთე საკუთარ თავს შეფასება და ეცადე მოსწავლემ თვითშეფასების სისტემას სისტემატიური სახე მისცეს.
32. ხომ იცი, ყველაზე ფაქიზ, ყველაზე სათუთ, ყველაზე ლამაზ ქმნილებას წრთვნი.
33. ყოველთვის გახსოვდეს მოსწავლე ,,ნაძვისხეა,, და შენ მის გარშემო ტრიალებ. ყოველივე ამას შენ აუცილებლად შესძლებ! იცოდე შენ ქვეყნის ხვალინდელ დღეს ქმნი!
სასარგებლო რჩევები
http://www.youtube.com/user/evgeniypopovDOTcom/videos