უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი. ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაგვარჩენს.
ქაღალდის მეორე სიცოცხლე
- ბლოგის შესახებ
- ჩემ შესახებ
- სამაგიდო თამაშები
- სახალისო დავალებები
- რესურსები-ქართული
- რესურსები- მათემატიკა
- სიკეთე
- რესურსები- ბუნება
- კროსვორდები
- პროექტები
- სასრგებლო ბმულები
- სასარგებლო რჩევები
- ქაღალდის მეორე სიცოცხლე
- მუსიკა
- დაწყებით საფეხურზე საგნის სწავლებასთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური რესურსები
- რამდებად მზად ხართ პროფესიული განვითარებისათვის
- ქართული ზღაპრების აუდიო ბიბლიოთეკა
- ელექტრონული წიგნების კრებული
- მზა ტესტების პორტალი
- კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ორგანიზება
- სადამრიგებლო საათის თემები
- გამოკითხვა
- ფოტო გალერეა
- შაბლობენი საახალწლო მისალოცებისათვის
Saturday, February 13, 2021
გასაფერადებელი ანბანი
ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
Saturday, December 1, 2018
ბლოგის შესახებ
ჩემ მიერ შექმნილი ბლოგი საგანმანათლებლო ხასიათისაა. მოიცავს ისეთ საკითხებსა და რესურსებს რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს დაწყებით საფეხურზე სწავლა-სწავლების უკეთ წარმართვაში.
ბლოგის ინტერ ფეისზე, ჰორიზონტალურად, კატეგორიების სახეთ წარმოდგენილია, როგორც ჩემ მიერ შექნილი რესურსები, ასევე საინტერესო მასალები და ვებ-გვერდები, დაწყებით საფეხურზე სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით.
ვერტიკალურ სვეტებზე წარმოდგენილია საჭირო ჰიპერბმულები. ( ბლოგის თარჯიმანი, ხანის აკადემია და სხვა)
ჰორიზონტალური კატეგორიების ბოლოს კი მოცემულია გამოკითხვა.
ვერტიკალურ სვეტებზე წარმოდგენილია საჭირო ჰიპერბმულები. ( ბლოგის თარჯიმანი, ხანის აკადემია და სხვა)
ჰორიზონტალური კატეგორიების ბოლოს კი მოცემულია გამოკითხვა.
ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
Sunday, October 28, 2018
თოვლი და ენძელა
თოვლი და ენძელა
ლიამ და მანანამ დედიკოს პაწაწინა კალათით ენძელები მიართვეს.
გმადლობთ, ჩემო კუდრაჭებო, - გაუღიმა დედამ და ჰკითხა, თოვლისა და ენძელას ზღაპარი თუ იცითო?
ბავშვებმა არ იცოდნენ და დედამ უამბო:
წინათ თოვლი უფერო იყო. ამიტომ ბალახთან მივიდა და სთხოვა:
მწვანე ბალახო შენი ფერი მომეციო! ბალახმა ტუჩი აიბზუა და უკმეხად მიუგო: გზას ბარაქა დააყარეო!
მერე იასთან მივიდა: საყვარელო, ცისფერთვალა ია, ბალახმა უარით გამომისტუმრა და იქნებ, შენ მაინც მომცე შენი ფერიო! იამ ჩაიღიმა და უარით გაისტუმრა.
არც ყაყაჩომ დაუთმო თავისი ფერი. ბოლოს თეთრ ენძელას ეწვია და შესჩივლა:
არც ბალახმა, არც იამ, და არც ყაყაჩომ თავისი ფერი არ მომცეს. მე ხომ ფერი არ მაქვს, უფერული ვარ, იქნებ შენ მაინც შემისრულო სურვილიო.
-ინებე ჩემი ფერიო! უპასუხა ენძელამ.
ჰოდა, ახლა თოვლი თეთრია. იგი სხვა ყვავილებს ემტერება და ენძელასთან მეგობრობს.
ამიტომ არის ენძელა გაზაფხულის პირველი ყვავილი. იგი თოვლშივე ახელს ხოლმე თვალს.
ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
Sunday, October 29, 2017
ნათელა და ციცინათელა
ნათელა და ციცინათელა
დედამ პატარა ნათელა სოფელში წაიყვანა. ყველაფერი მოეწონა იქ ნათელას: მწვანე ველი, პეპლები, ყვავილები, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ციცინათელა მოეწონა.
-ანათებს! -ანათებს! გაიძახოდა ნათელა და დასაჭერად დასდევდა.
სდია, სდია და ბოლოს ერთი დაიჭირა. ხელის გულზე დაისვა და შეუბერა:
-ფუუ, -ფუუ, ჩაქრი! ირგვლივ ყველამ გაიცინა. ნათელასაც გაეცინა: მიხვდა, რომ ციცინათელა არ დასწვავდა.
დედამ პატარა ნათელა სოფელში წაიყვანა. ყველაფერი მოეწონა იქ ნათელას: მწვანე ველი, პეპლები, ყვავილები, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად ციცინათელა მოეწონა.
-ანათებს! -ანათებს! გაიძახოდა ნათელა და დასაჭერად დასდევდა.
სდია, სდია და ბოლოს ერთი დაიჭირა. ხელის გულზე დაისვა და შეუბერა:
-ფუუ, -ფუუ, ჩაქრი! ირგვლივ ყველამ გაიცინა. ნათელასაც გაეცინა: მიხვდა, რომ ციცინათელა არ დასწვავდა.
ქ.თბილისის 32-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი
Subscribe to:
Posts (Atom)